ჩემი C (ნაწილი I)

11 დეკ

ოქტომბერი, 2010.

დიღმის მასივი.

კომისარიატი.

სამედიცინო შემოწმება.

სისხამ დილით ოცდაათამდე თანატოლი კიბეებით სარდაფის მაგვარ სინესტეში და უჰაერობაში ჩავყავართ. გაუსაძლისი ანტი: სანიტარია, ცივილურობა, ჰუმანიზმი. მყრალი სისხლის სუნი მთელს შენობაში. გასავლელია 7 სხვადასხვა პროფილის ექიმი. ქირურგით ვიწყებთ. წელსზემოთ და მუხლს ქვემოთ უნდა გაშიშვლდე. აუტანელ, უკიდურესად ბინძურ ლინოლიუმზე დგახარ და ელოდები შენს რიგს. შემდეგ რენტგენი. 10 კვ. მ ოთახი, საიდანაც ნახევარი რენტგენის პირველყოფილ აპარატურა-კაბინას უჭირავს, რომელიც გარედან დაჟანგულია, შესასვლელ კარს კი ჭრიალის ხმა გაუდის. შემდეგ ნევროპათოლოგი, ოკულისტი, ოტორინოლარინგოლოგი, ფსიქიატრი, სტომატოლოგი, უროლოგი… სულ ბოლოს სისხლს გიღებენ. ამასთან შედარებით უკვე გავლილი პროცესი სამოთხეა. ოთახიდან ბიჭების ღრიალი ისმის. ჩემი ჯერია. ყველა მამოტივირებელი ფაქტორის მოხმობა, თვალების მაგრად დახუჭვა და სისხლი ჩაბარებულია. გვიცხადებენ რომ პასუხებს ფოიეში (ჰმმმ, “ფოიე”) უნდა დაველოდოთ. შესაძლო პასუხი კი სულ ორია: გაწვევისთვის ვარგისი ან უვარგისი. მერე კი კომენდანტის გამობრძანების თითქმის უსასრულო, ბევრ საათად გაწელილი ლოდინი.

კომენდანტიც გამოჩნდა. ფურცლის ფრიალის და ომახიანი “მოვიდა ყველა”-ს შემდეგ ჩვენც ლასლასით ვკრავთ წრეს მის გარშემო. დაიწყო: ედიბერიძე გიორგი რამაზის ძე – ვარგისია გასაწვევად, გამოცხადდეს 2 ნოემბერს საბურთალოს გამწვევ პუნქტში. ედიბერიძე გიორგი სამშობლოს წინაშე ვალის მოხდის პერსპექტივით აშკარად განხიბლულია. ციმინტია ზაზა ელგუჯას ძე – უვარგისია გასაწვევად, გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან 4 წლის ვადით. ციმინტია ზაზასთვისაც მინდოდა მომეკრა თვალი, მაგრამ (გასაგები მიზეზების გამო) ეს უკვე შეუძლებელი იყო. მერე კიდევ ცოტა “უვარგისია გასაწვევად” და ბევრი “ვარგისია გასაწვევად”-ები… – მიქელაშვილი არჩილი (პულსი ასტრალს აჭერს), აგერ შენ ეს საბუთი, ინფექციურში გატანთ, ცე გეპატიტზე არის ეჭვი. ფურცელს ვართმევ და გარეთ გამოვდივარ. ვცდილობ მეხსიერებაში C ჰეპატიტის ქივორდით რაც შეიძლება ბევრი მონაცემი მოვქექო. არაფერი მახსენდება გარდა ტელევიზიის აქა-იქ ყურმოკრული ნიუსებისა, სადაც სილამაზის სალონებსა და სტომატოლოგიური კლინიკებში მოქალაქეების რაღაც C ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებზე ქონდათ საუბარი. დედაჩემს ვურეკავ და სასიამოვნო ამბავს ვატყობინებ – დიდია ალბათობა ჯარიდან გავთავისუფლდე. საუბრის ბოლოს უკვე აღარ ვიცი უნდა მინდოდეს თუ არა ინფექციურმა C ვირუსის ქონა დამიდასტუროს. სახლში მისვლისა და ინტერნეტში ორიოდ საათიანი ქექვის შემდეგ კი ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა მინდოდეს.

გაგრძელება იქ(მ)ნება…

LEGO-ს მისტერიები (ნაწილი II, დასასრული)

3 დეკ

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვაგრძელებ და ვასრულებ ლეგოს გამოცანა-პრინტების სერიას:

პასუხი: მოკალი ბილი

პასუხი: მონსტრების კორპორაცია

პასუხი: “დასაწყისი” (Inception)

პასუხი: Rolling Stones

6162705-r3l8t8d-600-35

პასუხი: Michael Jackson – Black or White

6160755-r3l8t8d-600-43

პასუხი: “300 სპარტანელი”

6160355-r3l8t8d-600-44

პასუხი: “ჰალკი”

6160405-r3l8t8d-600-47

პასუხი: “მატრიცა”

6161005-r3l8t8d-600-52

პასუხი: “ადამიანი ობობა”

6160905-r3l8t8d-600-54

პასუხი: “მექანიკური ფორთოხალი”

6160955-r3l8t8d-600-55

პასუხი: Led Zeppelin – Stairway To Heaven

პოსტის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ

Gracies Xavi! (1991-2015)

22 მაისი

ჩვენ ყველა აწმყოში ვცხოვრობთ, ხავი კი – მომავალში. ეს მის მიერ მინდორზე დემონსტრირებულის ერთადერთი ახსნაა. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ფეხბურთი ჯანიანი ბიჭების კი არა, ხავის, პედროსა და ინიესტას მსგავსი ჭკვიანი “პატარების” თამაშია

დანი ალვეში

თანამედროვე ფეხბურთის “წესრიგი” ბარსელონადან წავიდა. დიდი ეპოქის დასასრული.

Xavi

წყარო: Instagram

Goodbye Dave. You’ll be greatly missed

21 მაისი

გუშინ ქონდა ბოლო გადაცემა. აი, როგორ შეხვდნენ:

აი, როგორ გადაულოცა სტივი კოლბერს წამყვანობა:

აი, როგორ დაგვემშვიდობა:

33 წელი, 6000-ზე მეტი ეპიზოდი! Sounds whooouh!

მიუხედავად იმისა, რომ წასვლა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა, ასეულმილიონობით მაყურებელი მაინც არ ელოდა. წლის თემაა. აფეთქდა სრულიად მედია.

Goodbye Dave. You’ll be greatly missed.

სურათი

სამამულო წარმოების კრეატივი

3 აგვისტო

20130803_133225